არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეარაყიშვილი დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.