"რუსეთის მოქალაქეებო, საქართველოში ვიზიტამდე აწონ-დაწონეთ რისკები" - რუსეთის ინტერესების სექცია - კვირის პალიტრა

"რუსეთის მოქალაქეებო, საქართველოში ვიზიტამდე აწონ-დაწონეთ რისკები" - რუსეთის ინტერესების სექცია

თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ვიზიტამდე „შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ“.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებით, „ბოლო დროს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა იმატა რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები“.

განაგრძე კითხვა