"ვის აწყობდა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას" - ალექსანდრე ლუკაშენკო - კვირის პალიტრა

"ვის აწყობდა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას" - ალექსანდრე ლუკაშენკო

თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„ეს საშინელი ტერორიზმია უმაღლეს სახელმწიფო დონეზე. თუ ეს ისეა, როგორც ამას გადმოსცემენ. საინტერესოა, ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას. მიმაჩნია, თუ ის ამაში მონაწილეობდა, მაშინ მან არ იცოდა რას აკეთებდა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

განაგრძე კითხვა

"ინტერპრესნიუსი"