პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გეგმავენ, ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ - კვირის პალიტრა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გეგმავენ, ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით - „შევხვდეთ ახალ წელს ერთად!” მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და საახალწლო ატრიბუტებით შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილია საახალწლო სუფრა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან 00:00 საათამდე დარჩებიან და ერთად შეხვდებიან ახალ წელს. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

"ინტერპრესნიუსი"