"რა მწარე ხარ ცხოვრებავ" - ლიკა კუჭუხიძემ, რომელიც მძიმე ავარიის შედეგად გადარჩა, შეიტყო, რომ მეუღლე დაეღუპა - კვირის პალიტრა

"რა მწარე ხარ ცხოვრებავ" - ლიკა კუჭუხიძემ, რომელიც მძიმე ავარიის შედეგად გადარჩა, შეიტყო, რომ მეუღლე დაეღუპა

სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულმა 18 წლის ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ავარიას ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ქალი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. მომხდარის შესახებ მან ინფორმაცია მოგვიანებით მიიღო.

ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

"რა მწარე ხარ ცხოვრებავ... ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება... - წერს ახალგაზრდა გოგო.

palitravideo.ge