ალექსანდრე ლუკაშენკომ 2026 წელი ქალის წლად გამოაცხადა - რას ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ლუკაშენკომ 2026 წელი ქალის წლად გამოაცხადა - რას ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი?

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ 2026 წელი ბე­ლა­რუ­სი ქა­ლის წლად გა­მო­ა­ცხა­და.

belta-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას #1-ს 1 იან­ვარს მო­ა­წე­რა ხელი, რო­მე­ლიც “მშრო­მე­ლი-ქა­ლის ეროვ­ნუ­ლი იმი­ჯის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში ქა­ლე­ბის რო­ლის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით იქნა მი­ღე­ბუ­ლი.“

„ჩვენ წე­ლი­წად­ში ერთხელ გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს ვცემთ ჩვენს დე­დებს, ცო­ლებ­სა და ქა­ლიშ­ვი­ლებს. დროა, სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მათ და 2026 წელი ბე­ლა­რუ­სი ქა­ლის წლად გა­მო­ვა­ცხა­დოთ.

ბუ­ნე­ბას ქა­ლებ­ზე უფრო სრულ­ყო­ფი­ლი არა­ფე­რი შე­უქ­მნია! ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ ჩვენს ქა­ლებ­სა და ჩვენს მი­წა­ზე. ჩვენ და­ვი­ცავთ ჩვენს მო­მა­ვალს - ოჯა­ხებს, მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს. დაე, თქვე­ნი შვი­ლე­ბის თვა­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით იყოს ან­თე­ბუ­ლი. დაე, ჩვენ­მა შრო­მის­მოყ­ვა­რე ქა­ლებ­მა ღი­მი­ლით მი­ი­ღონ თა­ვი­ან­თი მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მხარს უჭე­რენ და იცა­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ თა­ვის სა­ა­ხალ­წლო მი­მარ­თვა­ში.

მთავ­რო­ბას, სა­ოლ­ქო აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტე­ბი­სა და მინ­სკის სა­ქა­ლა­ქო აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, და­ე­ვა­ლა, შე­ი­მუ­შა­ოს და და­ამ­ტკი­ცოს ბე­ლა­რუ­სი ქა­ლის 2026 წლის ეროვ­ნუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. მთავ­რო­ბა, ასე­ვე, ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს.ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­დის ძა­ლა­ში.

ცნო­ბის­თვის: 2025 წელი ბე­ლა­რუს­ში ქვეყ­ნის კე­თილ­მო­წყო­ბის წლად, ხოლო მიმ­დი­ნა­რე ხუ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დი ხა­რის­ხის ხუ­თწლე­დად გა­მო­ცხად­და.

წყა­რო