“ჯა­შუ­შო­ბის“ ბრალ­დე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში დაკავებული თამარ მეარყიშვილი და­პა­ტიმ­რე­ბი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დე­ტა­ლებზე ჰყვება - კვირის პალიტრა

“ჯა­შუ­შო­ბის“ ბრალ­დე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში დაკავებული თამარ მეარყიშვილი და­პა­ტიმ­რე­ბი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დე­ტა­ლებზე ჰყვება

აქ­ტი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც “ჯა­შუ­შო­ბის“ ბრალ­დე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მისი და­პა­ტიმ­რე­ბი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დე­ტა­ლებს “ბა­თუ­მე­ლებ­თან“ ჰყვე­ბა.

აქ­ტი­ვის­ტი 23 დე­კემ­ბერს, ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­სა­მარ­თლომ ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. რის შემ­დე­გაც მე­ა­რა­ყიშ­ვილ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნაც გახ­და სა­ჭი­რო.

31 დე­კემ­ბერს და­კა­ვე­ბუ­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი “ბა­თუ­მე­ლებ­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს ჯა­შუ­შო­ბა­ში.

“22 დე­კემ­ბერს ცხინ­ვალ­ში ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნი­დან დავ­დე ვი­დეო მი­მარ­თვა, რომ გთხოვთ მი­მი­ღოთ... ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­მელ­საც მე ვერ ვწყვეტ­დი და სხვა ვე­რა­ვინ გა­და­წყვეტ­და თუ არა ალან გაგ­ლო­ე­ვი, ან ალან მარ­გი­ე­ვი. ვთხო­ვე, რომ თუ არა და ხვა­ლი­დან ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე შიმ­ში­ლო­ბას და­ვი­წყებ მეთ­ქი. ამის შემ­დეგ არ გავ­სულ­ვარ სახ­ლი­დან.

შე­ბინ­დე­ბუ­ლი იყო, სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რი ატყდა კარ­ზე, აბ­რა­ხუ­ნებ­დნენ. გა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე სამი წვე­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცი. შე­მე­შინ­და, კარ­გის ნი­შა­ნი არ იყო და ჩემს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს და­ვუ­რე­კე, თუ მოხ­ვალთ მეთ­ქი. ქალი არ შე­მო­უშ­ვეს, კაცი - ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი მო­ვი­და, რო­მელ­ზეც ვერ აი­ღეს ეჭვი, რომ ჩემ­თან იყო და შემ­დეგ ჩემ­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს.

შე­მო­ვარ­დნენ ავ­ტო­მა­ტე­ბით ეს ნიღ­ბი­ა­ნი კა­ცე­ბი. და­ი­წყეს ყვი­რი­ლი ჩქა­რა და­წე­ქი­თო. და­ახ­ლო­ე­ბით 20-ზე მეტი მა­მა­კა­ცი იყო... გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იქ მოგ­ვა­წე­რი­ნეს ხელი სა­დაც ეწე­რა რომ მე ვარ ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი...

თურ­მე ერთ-ერთ ჩემს ვი­დე­ო­ზე გა­მოჩ­ნდა მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რის ანძა და მი­თხრეს, რომ “შენ ხარ ჯა­შუ­ში, ამას სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბე­ნო...“ მო­მი­სა­ჯეს 2 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა,“ - აცხა­დებს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ვი­დე­ო­ში.

მისი თქმით, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დაჰ­ყავ­დათ, თავს ძა­ლი­ან სუს­ტად გრძნობ­და.“მი­მიყ­ვა­ნეს ერგნეთ­ში, სა­დაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იმარ­თე­ბა... ერგნე­თის მხრი­დან კა­ცე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, კა­მე­რე­ბით იყ­ვნენ, ზოგს სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა ეცვა, სამ­ხედ­რო ფორ­მე­ბიც ეც­ვათ და იმათ უთხრეს - გად­მოგ­ცემთ თქვენს მო­ქა­ლა­ქეს. ძლივს მოვ­დი­ო­დი მარ­თლა, სუნ­თქვა, სი­ა­რუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი მი­ჭირ­და. ამ დროს 2 კა­მე­რით მი­ღებ­და ეს ხალ­ხი - ახლა ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და არ­სად არ დევს ეს ვი­დე­ო­ე­ბი, მე რო­გორ გა­მო­მიყ­ვა­ნეს. მი­მიყ­ვა­ნეს გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში, გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის და გა­დას­ხმე­ბის­თვის - ვიდ­რე მი­მიყ­ვან­დნენ, მე გზა­ში მო­ვი­თხო­ვე ტე­ლე­ფო­ნი - ად­ვო­კატ­თან მინ­დო­და და­რეკ­ვა, არ მაძ­ლევ­დნენ უფ­ლე­ბას არც გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში - ცოტა ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი მო­მი­ვი­და და და­მა­რე­კი­ნეს...

სა­ნამ ვე­ლო­დე­ბო­დით ად­ვო­კატს, მერე შე­მო­ვიდ­ნენ კი­დევ სხვა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, რომ უნდა გავ­ყო­ლო­დი მცხე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში და­კი­თხვა­ზე. რა­ზეც ვუ­თხა­რი, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ნა­შიმ­ში­ლა­რი, ღამე, ძლივს ვლა­პა­რა­კობ - თავი არ მუ­შა­ობს, რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა-მეთ­ქი... იქ კი­თხვა დავ­სვი - მოხ­ვე­დით რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რას მთა­ვა­ზობთ-მეთ­ქი. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, რომ მე თვი­თონ ვიწ­როდ ვცხოვ­რო­ბო, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო და თუ გინ­დაო ჩემ მან­ქა­ნა­ში გა­ა­თე­ნეო - აი ასე დამ­თავ­რდა ჩემი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა... დამ­ტო­ვეს ად­ვო­კატ­თან, წა­ვიდ­ნენ ის კა­ცე­ბი და მე ასე ვარ იმის მერე... ასე ამ­ბო­ბენ, რომ ჩვე­ნი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით მოხ­და თა­მა­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაო - რა არის ძა­ლის­ხმე­ვა? მე რომ ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გე და აქაც ჰა­ერ­ში რომ ვარ გა­მო­კი­დე­ბუ­ლი? ვრცლად