აშშ-ის არიზონას შტატში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

აშშ-ის არიზონას შტატში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის არიზონას შტატში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, კერძო ვერტმფრენი ქალაქ ფინიქსის მახლობლად მთებში ჩამოვარდა.

თვითმხილველების განცხადებით, ვერტმფრენი კლდეზე სლექლაინისთვის გაბმულ თოკს შეეჯახა, რის შემდეგაც კონტროლი დაკარგა.

გამოცემის ინფორმაციით, მაშველები შემთხვევის ადგილამდე მიღწევას ცდილობენ.