"საზღვართან ასობით ავტომობილია რიგში" - რა ვითარებაა ლარსზე?
2026 წლის 2 იანვრის მონაცემებით, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზა (ზემო ლარსი და ჯვრის უღელტეხილი) ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა. მიზეზი ძლიერი თოვა და ზვავის საშიშროებაა.
საზღვართან ასობით ავტომობილია რიგში. მათ შორის არიან ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. მგზავრებს შორის ბევრია ბავშვიანი ოჯახი. ტურისტების ნაწილი ჩივის, რომ სასტუმროების ჯავშნები დაეკარგათ, რადგან დანიშნულების ადგილზე დროულად ჩასვლას ვერ ახერხებენ.
გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უამინდობის გამო მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. გააგრძელეთ კითხვა