"ბრწყინვალე ოპერაცია იყო" - დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს დაკავებაზე - კვირის პალიტრა

"ბრწყინვალე ოპერაცია იყო" - დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს დაკავებაზე

ბრწყინვალე ოპერაცია იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-ს ამერიკელისამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობის ოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები არ მიუღია.

ასევე, CBS News-ი წერს, რომ მადუროს შეპყრობის ოპერაცია აშშ-ის ელიტურმა დანაყოფმა, „დელტამ“ განახორციელა.