დაკავებული მადუროს პირველი ფოტო - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებული მადუროს პირველი ფოტო.