"პირველი ლედი", რომელიც ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლას უკრძალავდა და მილიონერი გერები... - რა არის ცნობილი დაკავებულ ნიკოლას მადუროსა და მის ცოლზე - კვირის პალიტრა

"პირველი ლედი", რომელიც ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლას უკრძალავდა და მილიონერი გერები... - რა არის ცნობილი დაკავებულ ნიკოლას მადუროსა და მის ცოლზე

მსოფ­ლიო მე­დია სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის ძა­ლებ­მა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში "მას­შტა­ბუ­რი დარ­ტყმა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის შე­დე­გა­დაც ქვეყ­ნის ლი­დე­რი, ნი­კო­ლას მა­დუ­რო და მისი მე­უღ­ლე, სი­ლია ფლო­რე­სი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ქვეყ­ნი­დან უკვე გა­იყ­ვა­ნეს.

რა მოხ­და კა­რა­კას­ში?

შა­ბათს, 2026 წლის 3 იან­ვარს, გამ­თე­ნი­ი­სას ვე­ნე­სუ­ე­ლის დე­და­ქა­ლაქ კა­რა­კას­ში მი­ნი­მუმ შვი­დი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ ქა­ლა­ქის თავ­ზე და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე მფრი­ნა­ვი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი ჩან­დნენ. აფეთ­ქე­ბე­ბი მოხ­და სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­თან, მათ შო­რის "ლა კარ­ლო­ტას" აე­რო­პორტთან და საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე "მი­რაფ­ლო­რეს­თან".

maduroebi-52166-1767448381.jpg

ტრამპმა ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თარ პლატ­ფორ­მა­ზე, Truth Social-ზე გა­ავ­რცე­ლა:

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მას­შტა­ბუ­რი იე­რი­ში ვე­ნე­სუ­ე­ლა­სა და მის ლი­დერ­ზე, პრე­ზი­დენტ ნი­კო­ლას მა­დუ­რო­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ტყვე­ვე­ბუ­ლია და ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნი­ლია."

ამ დრო­ის­თვის ვე­ნე­სუ­ე­ლის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, დელ­სი როდ­რი­გე­სი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მა­დუ­როს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია და აშშ-სგან "სი­ცო­ცხლის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს" ითხოვს.

ვინ არის სი­ლია ფლო­რე­სი - "პირ­ვე­ლი მებ­რძო­ლი" და "რუხი კარ­დი­ნა­ლი" მა­დუ­როს ზურგს უკან

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მას იშ­ვი­ა­თად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ "პირ­ველ ლე­დიდ". ნი­კო­ლას მა­დუ­რომ მას "პირ­ვე­ლი მებ­რძო­ლი" (Primera Combatiente) შე­არ­ქვა, რად­გან ტერ­მი­ნი "პირ­ვე­ლი ლედი" ჩა­ვის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის­თვის ზედ­მე­ტად არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. თუმ­ცა, სი­ლია ფლო­რე­სი ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე - ექ­სპერ­ტე­ბი მას მა­დუ­როს რე­ჟი­მის "რუხ კარ­დი­ნალს" და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქალს უწო­დე­ბენ.

გააგრძელეთ კითხვა