"ტრანსპორტირებაზე შეკვეთა მიიღო „ჩატით“, სადაც ათეულობით მძღოლია და მის ადგილზე ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო" - რას ამბობს ადვოკატი 157 კგ „ჰეროინის“ შემოტანისთვის დაკავებულზე - კვირის პალიტრა

"ტრანსპორტირებაზე შეკვეთა მიიღო „ჩატით“, სადაც ათეულობით მძღოლია და მის ადგილზე ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო" - რას ამბობს ადვოკატი 157 კგ „ჰეროინის“ შემოტანისთვის დაკავებულზე

უდანაშაულო ახალგაზრდა ადამიანი ჯერ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ გამოიყენა, ხოლო შემდგომ სამართალდამცავი ორგანოების არაპროფესიონალური ან მიზანმიმართული ქმედებების შედეგად, ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა და დღეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება,- ამის შესახებ 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებული პირის ადვოკატმა, გიორგი გამხიტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით უცხო ქვეყნის მოქალაქე, „მარმარილოს ფილების ტრანსპორტირების სანაცვლოდ, ჰონორარის სახით იღებდა 2 700 აშშ დოლარს, შეკვეთა კი "ჩატის" საშუალებით მიიღო, სადაც ათეულობით მძღოლია და ნებისმიერი მათგანი შეიძლება დათანხმებულიყო ამ შემოთავაზებას და გამხდარიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების მსხვერპლი“.

„2025 წლის 30 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, 157 კილოგრამი ჰეროინის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ფაქტი.

ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენისა და დანაშაულის აღკვეთის კუთხით, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებისა და პოლიციელების შრომა, უდავოდ იმსახურებს მადლობას.

თუმცა, აღნიშნული დანაშაულის გახსნისა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენის პროცესში, გამოძიების მიმდინარეობამ სერიოზული კითხვები და სამართლებრივი ეჭვები გააჩინა... გააგრძელეთ კითხვა