"მითხრეს, წინა წყვილს ბევრი ფანი ჰყავდა და უარყოფით რაღაცებს უნდა ელოდოო... ვერც წარმოვიდგენდი, რა მელოდა" - რას ჰყვება ნანუკა სტამბოლიშვილი ფსიქოლოგიურ ომზე? - კვირის პალიტრა

"მითხრეს, წინა წყვილს ბევრი ფანი ჰყავდა და უარყოფით რაღაცებს უნდა ელოდოო... ვერც წარმოვიდგენდი, რა მელოდა" - რას ჰყვება ნანუკა სტამბოლიშვილი ფსიქოლოგიურ ომზე?

ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ქალი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც ერთ დღე­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, დღეს თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვია. თუმ­ცა, წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა ვარ­დის­ფე­რი ფე­რე­ბით სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა მო­ფე­ნი­ლი. მსა­ხი­ობ­მა „აჭა­რის მა­უ­წყე­ბელ­თან“ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა იმ უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხ­სა და "სო­ცი­ა­ლურ ომზე“, რო­მე­ლიც მას თურ­ქეთ­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე და­ა­ტყდა თავს.

გაფრ­თხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბას არ და­ემ­თხვა

ნა­ნუ­კა იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც Emanet-ის მე­სა­მე სე­ზონ­ში მთა­ვარ როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პო­ზი­ტი­უ­რად გა­აფრ­თხი­ლეს: წინა მსა­ხი­ობ­სა და მის წყვილს ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავ­და, ამი­ტომ შე­საძ­ლოა, მა­ყუ­რებ­ლის ნა­წი­ლის­გან მცი­რე უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია წა­მო­სუ­ლი­ყო.

"მი­თხრეს, რომ რად­გან მე­სა­მე სე­ზონ­ში შე­მოვ­დი­ო­დი და წინა წყვილს ბევ­რი ფანი ჰყავ­და, ცოტა უარ­ყო­ფით რა­ღა­ცებს უნდა ელო­დოო. ვი­ფიქ­რე, რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო - ერთი, ორი, ათი თუ ორ­მოც­და­ა­თი კო­მენ­ტა­რი? ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რა მე­ლო­და,“ - ამ­ბობს ნა­ნუ­კა. გააგრძელეთ კითხვა