მარნეულში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მარნეულში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა

მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 27 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინვენტარიც. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, მარნეულში დღეს სროლა იყო, დაშავდა მამა-შვილი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით.