"დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი იმსახურებს მშვიდობას და არა ომს" - მადუროს შემცვლელი დელსი როდრიგესი
ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, თანამშრომლობის დღის წესრიგი მიზნად ისახავს „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საზოგადოების მდგრადი თანაარსებობის გასაძლიერებლად ერთობლივ განვითარებას“.
როდრიგესის მტკიცებით, ვენესუელა პრიორიტეტს მიანიჭებს აშშ-სთან და რეგიონთან დაბალასებული და პატივისცემით სავსე საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სვლას.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობას და დიალოგს და არა ომს"