მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქები - რომელ ადგილზე არიან თბილისი, ბაქო და ერევანი?! - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქები - რომელ ადგილზე არიან თბილისი, ბაქო და ერევანი?!

კრიმინალის ინდექსის მიხედვით, რომელიც ქალაქებში დანაშაულის დონეს განსაზღვრავს, სტატისტიკური კვლევების ორგანიზაცია Numbeo-მ მსოფლიოს 400 ქალაქი შეაფასა.

განახლებულ, 2026 წლის რეიტინგში საქართველოს დედაქალაქი თბილისი 353-ე ადგილს იკავებს.

Numbeo-ს თანახმად, მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქი პიტერმარიცბურგია, რომელიც სამხრეთ-აფრიკაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში სწორედ სამხრეთ-აფრიკის ქალაქების სიმრავლე შეინიშნება.

უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

პიტერმარიცბურგი (სამხრეთ აფრიკა);

პრეტორია (სამხრეთ აფრიკა);

კარაკასი (ვენესუელა);

პორტ-მორზბი (პაპუა-ახალი გვინეა);

იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა);

დურბანი (სამხრეთ აფრიკა);

სან-პედრო-სულა (ჰონდურასი);

პორტ-ელიზაბეთი (სამხრეთ აფრიკა);

მემფისი (ტენესი, აშშ);

სალვადორი (ბრაზილია).

განაგრძე კითხვა