"45 დღე ყვე­ლამ მი­მა­ტო­ვა, სახ­ლში ვი­ჯე­ქი გა­უ­პარ­სა­ვი, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მერე მე­გო­ბარ­მა გა­მო­მა­ფხიზ­ლა" - რას ჰყვება 40 წლის შ - კვირის პალიტრა

"45 დღე ყვე­ლამ მი­მა­ტო­ვა, სახ­ლში ვი­ჯე­ქი გა­უ­პარ­სა­ვი, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მერე მე­გო­ბარ­მა გა­მო­მა­ფხიზ­ლა" - რას ჰყვება 40 წლის შემდეგ ნაპოვნი მამა შვილთან პოდკასტში?

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ის­ტო­რია, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ადევ­ნებ­და თვალს, მა­შინ დას­რულ­და რო­დე­საც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა. თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მა­მის რე­ა­ლუ­რი გაც­ნო­ბა ახლა იწყე­ბა. პოდ­კას­ტის „ვე­ძებ“ მო­რი­გი ეპი­ზო­დის სტუ­მა­რია გურ­გენ ხო­რა­ვა - თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა, რო­მე­ლიც მან ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი ძი­ე­ბის შემ­დეგ იპო­ვა.

ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­ის­მენთ გუ­ლახ­დილ სა­უ­ბარს იმ შოკ­ზე, რაც 40 წლის შემ­დეგ შვი­ლის არ­სე­ბო­ბის გა­გე­ბას ახ­ლავს; გა­ი­გებთ, რა მსგავ­სე­ბას პო­უ­ლობს მამა თა­მუ­ნა­ში ერთი შე­ხედ­ვით და რა­ტომ მი­აჩ­ნია, რომ და­კარ­გუ­ლი წლე­ბი ორი­ვე მხა­რის­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სია...

გურ­გენ ხო­რა­ვა:

- ჯა­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ყვე­ლა გოგო მე მი­ყუ­რებ­და, როცა პი­ა­ნი­ნოს­თან ვჯდე­ბო­დი. ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე პე­და­გო­გი იყო. მამა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და და შა­ვე­ბით და­დი­ო­და. სხვე­ბის­გან იმით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რომ სა­ერ­თოდ არ მეპ­რან­ჭე­ბო­და, მორ­ცხვად იყო. ამით მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში და­ვო­ჯახ­დით. ოჯა­ხის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი. შვი­ლებ­ზე, მი­თუ­მე­ტეს ჯა­ბა­ზე, ჭკუა ეკე­ტე­ბო­და. მე არ ვუშ­ვებ­დი ბა­ზარ­ში, პრო­დუქტს ყო­ველ­თვის მე ვარ­ჩევ­დი და მომ­ქონ­და. ოჯა­ხის მი­მართ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ვი­ყა­ვი.

თა­მუ­ნა:

- რუსო (გურ­გენ ხო­რა­ვას პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ავტ.) ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მკაც­რი მამა იყა­ვი...

გურ­გე­ნი:

- მკაცრს არ ვი­ტყო­დი... უბ­რა­ლოდ, როცა ადა­მი­ა­ნი არას­წო­რად იქ­ცე­ვა, პირ­ში ვე­უბ­ნე­ბი. რუ­სოს ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მქონ­და პრე­ტენ­ზი­ე­ბი. კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა­ზეც არ გა­ვუშ­ვი. მი­მაჩ­ნდა, რომ თუ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობ­და, ის საქ­მე უნდა ეკე­თე­ბი­ნა. ორი­ვე კურ­დღლის დამ­ჭე­რი ვე­რა­ვინ გახ­დე­ბა.

თა­მუ­ნა:

- მე რომ თქვენ­თან გავზრდი­ლი­ყა­ვი, მეც ასე მო­მექ­ცე­ო­დით?

გურ­გე­ნი:

- არ ვიცი, გა­რე­მო ბევ­რს წყვეტს. შენც იმ 90-ია­ნებ­ში ხარ გაზ­რდი­ლი. დღეს რომ გი­ყუ­რებ, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ჩემი გაქვს. მაგ­რამ ის თვი­სე­ბაც გა­მოგ­ყვა, რაც ჩემ­ში არ მომ­წონს - ფეთ­ქე­ბა­დი ხარ. მეც ასე­თი ვარ, ოღონდ გულ­ში ვიკ­ლავ.

თა­მუ­ნას პოვ­ნა (40 წლის შემ­დეგ)თა­მუ­ნა:

- რა რე­აქ­ცია გქონ­დათ, როცა გა­ი­გეთ, რომ გყავთ შვი­ლი? ეჭვი გქონ­დათ მა­ნამ­დე?

გურ­გე­ნი:

- აზ­რზე არ ვი­ყა­ვი, თუმ­ცა გულ­ში სულ მქონ­და წი­ნათ­გრძნო­ბა, რომ სა­დღაც ჩემი ბავ­შვი არ­სე­ბობ­და. ოღონდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვე­ლო­დი. როცა ჯა­ბამ (შვილ­მა) და­მი­რე­კა და მი­თხრა "მამა, შენ კი­დევ გყო­ლია შვი­ლიო", - მე­გო­ნა მე­ღა­და­ვე­ბო­და. "და­მა­ნე­ბე თავი-მეთ­ქი" და გა­ვუ­თი­შე. მერე ჩემ­მა ძმამ, ვახ­ტან­გმა და­მი­რე­კა - "მარ­თა­ლია, მო­დი­ან შენ­თა­ნო, მო­ემ­ზა­დეო". შოკ­ში ვი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა, რა ჩა­მეც­ვა. რად­გან ვახ­ტან­გმა მი­თხრა, და­ვი­ჯე­რე, რა ვი­ლა­პა­რა­კე არ მახ­სოვს, რას ვა­კე­თებ­დი, ისიც არ ვი­ცო­დი. შოკი იყო, მაგ­რამ სა­სი­ხა­რუ­ლო შოკი იყო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შენს სის­ხლს და ხორცს უთხრა, არა ბა­ტო­ნო, რა­ტომ მოხ­ვე­დიო...

თა­მუ­ნა:

- პირ­ვე­ლად, რა და­ი­ნა­ხეთ ჩემ­ში?

გურ­გე­ნი:

- გაკ­ვირ­დე­ბო­დი მსგავ­სე­ბა­ზე. ეს ხალი... დე­და­ჩემს ჰქონ­და ზუს­ტად ასე­თი. მა­შინ­ვე ვთქვი - "ვსიო". შოკ­ში ვი­ყა­ვი რამ­დე­ნი­მე დღე. რომ მო­დი­ოდ­ნენ და მი­ლო­ცავ­დნენ, რას ვპა­სუ­ხობ­დი, ისიც არ მახ­სოვს.

თა­მუ­ნა:

- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, მა­შინ რომ გა­გე­გოთ ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რას იზამ­დით?

გააგრძელეთ კითხვა