"ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან...საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ საპროტესტო აქციაზე" - გიორგი სიორიძე - კვირის პალიტრა

"ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან...საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ საპროტესტო აქციაზე" - გიორგი სიორიძე

ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან - მან სიმბოლურად გააწნა სილა ამ უსამართლობას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების ვალია მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად 12 იანვარს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართოს.

„ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ეს ქალი იქცა ნამდვილ სიმბოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის. მან თავისი შეუდრეკლობით, თავისი გაუტეხელობით მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ეს რეჟიმი არის მჩაგვრელი რეჟიმი და სიმბოლურად გააწნა სილა ამ უსამართლობას"

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა