" რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოხდეს" - გია ვოლსკი - კვირის პალიტრა

" რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოხდეს" - გია ვოლსკი

ვენესუელასთან დაკავშირებით, მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ადეკვატური, შესაბამისობაშია იმ რესურსებთან და ბერკეტებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია - საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოხდეს, მათ შორის, ვენესუელას მხრიდან.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ოპტიმალურია.

„ჩვენ ვფიქრობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ისევე როგორც მთავრობის განცხადება ამასთან [ვენესუელასთან] დაკავშირებით, არის ადეკვატური. შესაბამისობაშია იმ რესურსებთან და ბერკეტებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია. საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება ამ შემთხვევაში, მითუმეტეს, როცა საქართველოში, შიგნით არსებობს დესტრუქციული ძალები, მთელი კოჰორტა, რომელსაც ერთი სული აქვს, ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტაცია მოახდინოს. მათ შორის, მამუკა მდინარაძის 14 თვის წინანდელი გამონათქვამი აბსოლუტურად სხვა კუთხით დაანახეს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ერთი - რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოდეს, მათ შორის, ვენესუელას მხრიდან".

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა