„ეს არის ენა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს" - ვიქტორ ორბანი ვენესუელაში ამერიკულ ოპერაციაზე - კვირის პალიტრა

„ეს არის ენა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს" - ვიქტორ ორბანი ვენესუელაში ამერიკულ ოპერაციაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვენესუელაში აშშ-ის ქმედებები არის „ახალი ენის“ გამოვლინება, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს.

„ეს არის ენა, რომელზეც მსოფლიო მომავალში ილაპარაკებს. უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენესუელასთან ერთად, აშშ-ს, შეფასების თანახმად, მსოფლიოს ნავთობის რეზერვების 40-50 პროცენტის გაკონტროლების შესაძლებლობა ექნება. ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ენერგომატარებლების გლობალურ ფასებზე“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ამერიკელებს ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური პროგრამის განსახორციელებლად უფრო იაფი ენერგია სჭირდებათ და „ეს კარგი ამბავია უნგრეთისთვის“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა