"ირანში საპროტესტო აქციების დროს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა" - The Guardian
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულია 990 ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი არასრულწლოვანი.
აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ირანში (HRAI), ცნობით, ქვეყანაში ვალუტის გაუფასურებითა და ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პროტესტი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, სულ მცირე 78 ქალაქსა და 222 ლოკაციაზე გავრცელდა. დემონსტრანტები რეჟიმის დასრულებას მოითხოვენ.
"ინტერპრესნიუსი"