"ბევრჯერ გაისროლა, გადავეფარე ჩემს შვილს..." - რას ჰყვება მარნეულში მოკლული 27 წლის კაცის მამა?
მარნეულის ბაზარში მდებარე ოქროს მაღაზიაში, გუშინ იარაღით დაჭრილი მამა-შვილი დაჭრეს. ერთ-ერთი დაჭრილი 27 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
დაჭრილი კაცი ამბობს, რომ თავდამსხმელს მკვლელობის მომენტში ნიღაბიც კი არ ეკეთა, ყურსასმენები ეკეთა და ბაზრობის ტერიტორიაც ტაქსით დატოვა.
მისივე თქმით, შეიარაღებულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ ე.წ. კანონიერი ქურდის, "ფოლადას" სახელით უკავშირდებოდნენ და თანხის გადახდას ითხოვდნენ.
შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით.
ვიდეო: "TV პირველი"