"ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავების ოპერაციაში 200-მდე ამერიკელი სამხედრო მონაწილეობდა" - პიტ ჰეგსეთი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავების ოპერაციაში 200-მდე ამერიკელი სამხედრო მონაწილეობდა.
„ჩვენი 200-მდე საუკეთესო ამერიკელი კარაკასის ცენტრში შეიკრიბა“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ იმ ღამეს კარგად არ იმუშავა.
"ინტერპრესნიუსი"