ევროპას თოვლი "უტევს" - რა ხდება პარიზსა და ამსტერდამში
ძლიერმა თოვლმა საფრანგეთსა და ნიდერლანდებში მიმოსვლა შეაფერხა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ძლიერი თოვის გამო პარიზსა და ამსტერდამში საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მიმოვლა შეფერხდა.
საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ასობით ფრენა გადაიდო. ასევე, ამსტერდამში მატარებლების მოძრობა, ხოლო პარიზში ავტობუსებით მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ფრენების რაოდენობის 15%-ით შემცირება სთხოვა.
"ინტერპრესნიუსი"