რამზან კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა - რას უკავშირდება შვილების დაჩქარებული დაწინაურება? - კვირის პალიტრა

რამზან კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა - რას უკავშირდება შვილების დაჩქარებული დაწინაურება?

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა თა­ვი­სი უფ­რო­სი ვაჟი, 20 წლის ახ­მატ კა­დი­როვი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ კა­დი­როვ­მა სა­კუ­თარ "ტე­ლეგ­რამ-არხზე" გა­ნა­ცხა­და.

ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ახ­მატ კა­დი­რო­ვი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის პოსტს, რო­მე­ლიც მან 2024 წლის მა­ის­ში და­ი­კა­ვა. მა­ნამ­დე ის ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც იყო.

კა­დი­რო­ვის კლა­ნის გავ­ლე­ნე­ბი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კა­დი­რო­ვის სხვა შვი­ლე­ბიც მა­ღალ პო­ზი­ცი­ებს იკა­ვე­ბენ:

ზე­ლიმ­ხან კა­დი­რო­ვი (მე­ო­რე ვაჟი): 2024 წელს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ჩეჩ­ნურ საბ­რძო­ლო კლუბ "ახ­მატ­სა" და კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ას.

გააგრძელეთ კითხვა