ანაფილაქსიური შოკი დუნდულების გადიდების პროცედურის დროს - 38 წლის რუსი ბლოგერი კოსმეტიკურ პროცედურას შეეწირა - კვირის პალიტრა

ანაფილაქსიური შოკი დუნდულების გადიდების პროცედურის დროს - 38 წლის რუსი ბლოგერი პლასტიკურ ოპერაციას შეეწირა

მოსკოვის კერძო კლინიკაში კოსმეტიკური პროცედურის ჩატარების შემდეგ ცნობილი რუსი ბლოგერი, 38 წლის იულია ბურცევა გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალს დუნდულების გადიდების პროცედურა ჩაუტარდა, პროცედურის დროს კი ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იულია ბურცევა იტალიელ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იტალიაში ცხოვრობდა, მოსკოვში კი კოსმეტიკური პროცედურის ჩასატარებლად ჩავიდა.

მას "ინსტაგრამზე" 75 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა და აქტიურად ჰყვებოდა ვიდეოებში იტალიაში ცხოვრების, ურთიერთობების და ორ კულტურას შორის არსებული განსხვავებების შესახებ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პროფესიული მოვალეობის არასათანადო შესრულებას, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

ვიდეო იხილეთ ბმულზე