სამტრედიაში რიონის აღკვეთილი შეიქმნება - კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორიაში გემები ახალი წესებით იმოძრავებენ
სამტრედიის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება. ამასთან, დაგეგმილია კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის საკითხის ახლებურად დარეგულირება.
ამ მიმართულებით მთავრობამ ცვლილებები “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში მოამზადა, რომელიც პარლამენტს განსახილველად დეკემბერში წარედგინა.
პროექტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიონის აღკვეთილი იქმნება. აღკვეთილის ფართობი 558 ჰა-ს შეადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, აღკვეთილის ტერიტორია მდინარე რიონის იმ მონაკვეთს მოიცავს, სადაც ზუთხისებრთა ქვირითობა ხდება და რიონის აღკვეთილის შექმნა ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვის და აღდგენის შესაძლებლობას გაზრდის.
"ინტერპრესნიუსი"