სკანდალური სტატია: "ტრამპის მიზანი გრენლანდიასა და დანიას შორის უთანხმოების გაღვივება და დანიის გვერდის ავლით, გრენლანდიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების დადებაა" - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: "ტრამპის მიზანი გრენლანდიასა და დანიას შორის უთანხმოების გაღვივება და დანიის გვერდის ავლით, გრენლანდიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების დადებაა"

აშშ გრენლანდიასთან შეთანხმების დადების ვარიანტს განიხილავს, - ინფორმაციას The Economist-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ გრენლანდიის პირდაპირი ანექსია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ორი მიზანი აქვს: გრენლანდიასა და დანიას შორის უთანხმოების გაღვივება და დანიის გვერდის ავლით, გრენლანდიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების დადება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმების პროექტზე მუშაობს, რათა იგი გრენლანდიის ხელმძღვანელობას წარუდგინოს.

აშშ-ის ადმინისტრაცია ე.წ. თავისუფალი ასოცირების ხელშეკრულების (COFA) შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავს, რომელსაც აშშ ისტორიულად წყნარი ოკეანის მცირე ზომის სახელმწიფოებს სთავაზობს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა