სკანდალური სტატია: "ტრამპის მიზანი გრენლანდიასა და დანიას შორის უთანხმოების გაღვივება და დანიის გვერდის ავლით, გრენლანდიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების დადებაა"
აშშ გრენლანდიასთან შეთანხმების დადების ვარიანტს განიხილავს, - ინფორმაციას The Economist-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ გრენლანდიის პირდაპირი ანექსია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ორი მიზანი აქვს: გრენლანდიასა და დანიას შორის უთანხმოების გაღვივება და დანიის გვერდის ავლით, გრენლანდიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების დადება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმების პროექტზე მუშაობს, რათა იგი გრენლანდიის ხელმძღვანელობას წარუდგინოს.
აშშ-ის ადმინისტრაცია ე.წ. თავისუფალი ასოცირების ხელშეკრულების (COFA) შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავს, რომელსაც აშშ ისტორიულად წყნარი ოკეანის მცირე ზომის სახელმწიფოებს სთავაზობს.
"ინტერპრესნიუსი"