ტრაგედია ახალქალაქში - მეოთხე სართულიდან გადმოვარდა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული ბინიდან თავის დაღწევას ცდილობდა: იგი ადგილზე დაიღუპა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ახალქალაქში - მეოთხე სართულიდან გადმოვარდა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული ბინიდან თავის დაღწევას ცდილობდა: იგი ადგილზე დაიღუპა

ახალ­ქა­ლაქ­ში, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო ქა­ლა­ქის ერთ-ერთ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

jnews-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნა­ში 30 წლის ქალი, მო­ზარ­დი გო­გო­ნა და 22 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ქალი ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ნი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­და, რო­დე­საც აივ­ნი­დან გა­დაძ­რო­მა სცა­და, რა დრო­საც გა­და­ვარ­და და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ად­გილ­ზე მი­სულ­მა მე­ხან­ძრე­ებ­მა ბი­ნა­ში მყო­ფე­ბის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. ისი­ნი დამ­წვრო­ბით თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე