ბერლინში დაჯგუფება "ვულკანი" დივერსიებს აწყობს - 25 500 ოჯახს და 1200 საწარმოს დენი არ მიეწოდება - კვირის პალიტრა

ბერლინში დაჯგუფება "ვულკანი" დივერსიებს აწყობს - 25 500 ოჯახს და 1200 საწარმოს დენი არ მიეწოდება

ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 25 500 ოჯახი და 1 200 საწარმო კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ელექტროგადამცემ ხაზებზე ცეცხლის წაკიდების შემდეგ, რაზეც პასუხისმგებლობა მემარცხენე რადიკალურმა დაჯგუფება „ვულკანმა“ აიღო, - ინფორმაციას Deutsche Welle ქალაქის ელექტროქსელის ოპერატორზე Stromnetz Berlin-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა ლიხტერფელდეს თბოელექტროსადგურთან ახლოს ტელტოვის არხზე გამავალ საკაბელო ხიდზე რამდენიმე დღის წინ მომხდარმა აალებამ გამოიწვია.

Stromnetz Berlin-ის ცნობით, ბერლინის ზელენდორფის, ნიკოლასეეს და ვანზეეს რაიონებში სარემონტო სამუშაოები 8 იანვრის საღამომდე გაგრძელდება. ბერლინის მმართველი მერი კაი ვეგნერი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის გათიშვამ დაახლოებით 100 000 მცხოვრები დააზარალა.

Stromnetz Berlin-ის ცნობით, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 20 სკოლა დროებით დაიხურა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა