"სავარაუდოდ, ეკას ეძინა, როცა სახლში ცეცხლი გაჩნდა და შიშისგან გავიდა აივანზე... ამბობენ, ხელი აუცდა და ჩამოვარდაო... პატარა შვილი დარჩა" - ახალქალაქის ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, ეკას ეძინა, როცა სახლში ცეცხლი გაჩნდა და შიშისგან გავიდა აივანზე... ამბობენ, ხელი აუცდა და ჩამოვარდაო... პატარა შვილი დარჩა" - ახალქალაქის ტრაგედიის დეტალები

ახალ­ქა­ლაქ­ში, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო ქა­ლა­ქის ერთ-ერთ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ბი­ნა­ში 31 წლის ქალი, ეკა­ტე­რი­ნე პე­რე­ვერ­ზე, კი­დევ ერთი, 25 წლის გო­გო­ნა და 22 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ნი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­და, ის აი­ვან­ზე გა­ვი­და, ქვე­და სარ­თულ­ზე გა­დაძ­რო­მა სცა­და, რა დრო­საც გა­და­ვარ­და და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.ად­გილ­ზე მი­სულ­მა მე­ხან­ძრე­ებ­მა ბი­ნა­ში მყო­ფი ორი პი­რის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. ისი­ნი ახლა სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბით თბი­ლის­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.

რო­გორც მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ეს ბინა მათ ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ. ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ხან­ძა­რი გა­ზის აფეთ­ქე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, როცა 112-ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და ხან­ძარ­ზე, ახალ­გაზ­რდა ქალი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

გარ­დაც­ვლი­ლია ეკა­ტე­რი­ნე პე­რე­ვერ­ზე, მარ­ტო­ხე­ლა დედა. მას დარ­ჩა 7 წლის შვი­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის დროს დე­ი­დას­თან იყო.

"და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 1 სა­ათ­ზე შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ხან­ძა­რი იყო და შვე­ლას ითხოვ­დნენ. მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ ად­გილ­ზე იყო მსხვერ­პლი. შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან 5 წუთ­ში ად­გილ­ზე იყ­ვნენ მი­სუ­ლი მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლე­ბი. ახალ­ქა­ლა­ქის სა­ხან­ძრო­დან შორს არ არის ეს ად­გი­ლი მაქ­სი­მუმ 5 კი­ლო­მეტ­რია იქამ­დე. იქ მი­სულ მაშ­ვე­ლებს ერთი ადა­მი­ა­ნი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ ეზო­ში და ასე­ვე კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი იყო ხან­ძრის დროს აი­ვან­ზე გად­მო­კი­დე­ბუ­ლი და ისიც შვე­ლას ითხოვ­და. ის გო­გო­ნა გად­მო­იყ­ვა­ნეს სამ­შვი­დო­ბოს, ხოლო კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი მე­ხან­ძრე­ებ­მა მის­ვლი­დან მა­ლე­ვე იპო­ვეს ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ნის აბა­ზა­ნა­ში და იქი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. ახალ­გაზ­რდა ბიჭი ჯერ კი­დევ გონ­ზე იყო, როცა ის მაშ­ვე­ლებ­მა ნა­ხეს, გო­ნე­ბა მერე გზა­ში და­კარ­გა, სა­ნამ მას სას­წრა­ფომ­დე მი­იყ­ვან­დნენ. ვინც და­რე­კა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, იმან ისიც და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ადა­მი­ა­ნი იყო გარ­დაც­ვლი­ლი. მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლე­ბი ვე­რა­ფერს ვერ იზამ­დნენ, სამ­წუ­ხა­როდ. სა­ვა­რა­უ­დოდ ეძი­ნათ, როცა ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის­კენ გაჩ­ნდა ცე­ცხლი და ალ­ბათ ეი­ფო­რი­ა­ში იყო ფაქ­ტის წი­ნა­შე მდგა­რი ქალი, ეტყო­ბა ვერ გა­ი­გო რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, არ ვიცი ზუს­ტად რა ტრი­ა­ლებ­და იმ დროს მის თავ­ში, ფაქ­ტი მძი­მეა, ვუ­სამ­ძიმ­რებთ მისი ოჯა­ხის წევ­რებს. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ძვე­ლი კორ­პუ­სე­ბია და შე­საძ­ლოა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არ იყო ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა. მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ად­გე­ნენ. მე­ო­თხე სარ­თუ­ლის ბინა იყო და მაშ­ვე­ლე­ბი რომ მი­ვიდ­ნენ სა­ხუ­რავ­საც ეკი­და ცე­ცხლი, მალე მოხ­და ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზა­ცია. მაშ­ვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის მაქ­სი­მუმს აკე­თე­ბენ და ამ დრო­საც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ იქი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნათ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი და ასე­ვე მომ­ხდა­რი­ყო ცე­ცხლის ლო­კა­ლი­ზა­ცია" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

რო­გორც გვი­თხრეს, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ნი­ნოწ­მინ­დის სო­ფელ გო­რე­ლოვ­კა­დან იყო და მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

"ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

გააგრძელეთ კითხვა