"არ ვიცი, რატომ მომიკლეს ჩემი უდანაშაულო შვილი... რა დააშავა, რომ 4 ტყვია ესროლეს" - მარნეულში მოკლული ბიჭის დედა
მარნეულის ბაზარში მოკლული 26 წლის საჰიბ ბაირამოვი დღეს დაკრძალეს. ახალგაზრდას ოჯახი მკვლელის დაკავებას და დასჯას ითხოვს. მათთვის გაუგებარია, მკვლელობის მოტივი.
ბიჭის დედა ამბობს, რომ 3 დღეა ელოდება, რომ მისი შვილის მკვლელს დააკავებენ. მის კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს."არ ვიცი რატომ მომიკლეს ჩემი უდანაშაულო შვილი, 3 დღეა, ველოდები რომ მკვლელი დააკავონ, მაგრამ თურმე ვერ პოულობენ. ჩვენ გვაინტერესებს, რა დააშავა ჩემმა შვილმა ისეთი, რომ 4 ტყვია ესროლეს, - ამბობს მოკლული ახალგაზრდის დედა.
ცნობისთვის, სროლა მარნეულის ბაზარში მდებარე, ოქროს მაღაზიაში იყო. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მამა-შვილი დაიჭრა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს სადაც შვილი - 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია მამა-შვილი ოქროს მაღაზიას ფლობდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.