მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი ინდოეთში დაიბადა
2025 წელს აზია კვლავ შობადობის გლობალურ ცენტრად რჩება. Visual Capitalist-ის მონაცემებით, აღნიშნულ კონტინენტზე შობადობის ყველაზე დიდი წილი მოდის. მიზეზი კი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებია, სადაც შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობაა.
ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი ინდოეთში დაიბადა. ახალშობილების რაოდენობა აქ 23 მილიონს უტოლდება. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოველი მეექვსე დაბადებული ინდოელია.
მეორე ადგილზე იმყოფება ჩინეთი, რომელიც მოწინავე ინდოეთს მკვეთრად ჩამოუვარდება. ჩინეთში დაბადებულთა რაოდენობა 8.7 მილიონია.
10 ქვეყანა, სადაც 2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა, არის:
ინდოეთი - 23 მლნ;
ჩინეთი - 8.7 მლნ;
ნიგერია - 7.6 მლნ;
პაკისტანი - 6.9 მლნ;
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 4.5 მლნ;
ინდონეზია - 4.4 მლნ;
ეთიოპია - 4.1 მლნ;
აშშ - 3.6 მლნ;
ბანგლადეში - 3.4 მლნ.