"შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს" - ემანუელ მაკრონი - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს" - ემანუელ მაკრონი

შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ფრანგი ჯარისკაცები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლის ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას, რათა შესაძლო დარღვევები დააფიქსირონ.

„მრავალეროვნულ ძალებში ჩვენი მონაწილეობის შესახებ მზადყოფნა გამოვხატეთ. მსურს, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს ძალები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ“, - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, იტალიის მთავრობის ცნობით, ქვეყანა უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ჯარებს არ გაგზავნის.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა