უკრაინის მოქალაქემ თბილისში 23 წლის მამაკაცი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში დაჭრის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულმა 7 იანვარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით - უკრაინის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ვ.რ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2003 წელს დაბადებული ა.რ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
"ინტერპრესნიუსი"