"რუსი მეომრები სამშობლოს დაცვის წმინდა მისიას უფლის დავალებით ასრულებენ" - ვლადიმერ პუტინი - კვირის პალიტრა

"რუსი მეომრები სამშობლოს დაცვის წმინდა მისიას უფლის დავალებით ასრულებენ" - ვლადიმერ პუტინი

რუსი მეომრები სამშობლოს ყოველთვის უფლის დავალებით იცავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საშობაო წირვის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს შობას აღვნიშნავთ. ჩვენ უფალს მხსნელს ხშირად ვუწოდებთ, რადგან ის დედამიწაზე ყველას გადასარჩენად მოვიდა“, - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, „რუსი მეომრები სამშობლოს დაცვის წმინდა მისიას უფლის დავალებით ასრულებენ“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა