"რუსი მეომრები სამშობლოს დაცვის წმინდა მისიას უფლის დავალებით ასრულებენ" - ვლადიმერ პუტინი
რუსი მეომრები სამშობლოს ყოველთვის უფლის დავალებით იცავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საშობაო წირვის შემდეგ განაცხადა.
„დღეს ჩვენ ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს შობას აღვნიშნავთ. ჩვენ უფალს მხსნელს ხშირად ვუწოდებთ, რადგან ის დედამიწაზე ყველას გადასარჩენად მოვიდა“, - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, „რუსი მეომრები სამშობლოს დაცვის წმინდა მისიას უფლის დავალებით ასრულებენ“.
"ინტერპრესნიუსი"