"ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში" - კვირის პალიტრა

"ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში"

[ვენესუელაში მიმდინარე პროცესები] აჩვენებს, რომ ის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ იყო შეთანხმებული, უკვე დიდი ხანია სინამდვილეში აღარ არსებობს - რაც შეეხება მადუროს დაკავებას, ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს და „როგორც კონგრესს არ ჰკითხა ტრამპმა არაფერი, ისე არ ეკითხება ევროკავშირს არაფერი“.

„ევროკავშირის წევრი ქვეყანა საფრანგეთი არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, ევროკავშირის ყოფილი წევრი და ევროპის საერთო პოლიტიკაში მოაზრებული დიდი ბრიტანეთი გახლავთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. 5 წევრიდან 2 არის ევროპული ქვეყანა და რას ჰქვია რა შუაშია?! აბა მაშინ ევროკავშირს მალიში რა უნდოდა?! ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში რა უნდოდა, სადაც სხვათა შორის, ჩვენც ვიყავით ევროკავშირის მისიებში?! რამდენიმე წლის წინ ევროკავშირი იყო მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, მე მგონი, პირველიც კი. დღეს ვხედავთ სად არის დასული საკუთარი არასწორი პოლიტიკის შედეგად. ეკონომიკურად ნულის გარშემო ტრიალებს მისი ეკონომიკური ზრდა, არის ეკონომიკური სტაგნაცია. ეს არის მათი გაუაზრებელი, თავქარიანი პოლიტიკის შედეგად.

IPN

გააგრძელეთ კითხვა