"აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა" - ვენესუელის შსს - კვირის პალიტრა

"აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა" - ვენესუელის შსს

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრის დიოსდადო კაბელოს განცხადებით, აშშ-ის მიერ ქვეყანაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კარაკასს აქამდე არ დაუსახელებია დაღუპულთა რიცხვი, თუმცა არმიამ 23 დაღუპულის სია გამოაქვეყნა.

ვენესუელას ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მადუროს უსაფრთხოების სამსახურის დიდი ნაწილი „ცივსისხლიანად“ მოკლეს, ხოლო კუბამ განაცხადა, რომ ვენესუელაში მისი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების წარმოადგენლები დაიღუპნენ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა