"ოცნების არმია" უნდა შევქმნათ...2027 წლისთვის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს" - დონალდ ტრამპი
2027 წლისთვის ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„სენატორებთან, კონგრესმენებთან და სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, დავადგინე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით ამ საშიშ დროში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 2027 წლისთვის არა 1 ტრილიონი, არამედ 1.5 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის მიზანს აშშ-ის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა წარმოადგენს.
"ინტერპრესნიუსი"