დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი შერიგდნენ?! - გუსტავო პეტროს თეთრ სახლში ელოდებიან - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი შერიგდნენ?! - გუსტავო პეტროს თეთრ სახლში ელოდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აშშ-ის პრეზიდენტი ავრცელებს.

„კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან საუბარი დიდი პატივი იყო, რომელმაც დარეკა, რომ ნარკოტიკებთან და ჩვენ შორის არსებულ უთანხმობებთან დაკავშირებული ვითარება აეხსნა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, პეტროს „ზარსა და ტონს აფასებს და უახლოეს მომავალში მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის“.

„შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგება“, - წერს ტრამპი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა