"ამერიკელების მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის გემის კაპიტანი" - "იზვესტია"
"ამერიკელების მიერ დაკავებული ტანკერი Marinera დაფრახტური იყო კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ, გაიანას დროშის ქვეშ. გემმა ეს დროშა რუსულით მას შემდეგ შეცვალა, რაც აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდმა დევნა დაუწყო", - ამის შესახებ რუსული გამოცემა "იზვესტია" წერს.
"იზვესტიას" ინფორმაციით, ამერიკულმა ხომალდმა ტანკერს აშშ-ს პორტისკენ გეზის აღება მოსთხოვა, რადგან გაიანას მთავრობისგან ვერ მიიღეს დადასტურება, რომ ქვეყანამ ნამდვილად მისცა ტანკერს თავისი დროშის მიერ გამოყენების უფლება. ტანკერი არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას და კურსი ატლანტის ოკეანისკენ აიღო. უკვე გზაში მან შეიცვალა დასახელება და სოჭის პორტისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო.
"ტანკერის ბორტზე 28 ადამიანია, მათგან ოცი უკრაინელია. ეკიპაჟის 6 წევრი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის გემის კაპიტანი. დარჩენილი ორი კი რუსები არიან", - წერს "იზვესტია"