"დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა" - ამინდის ახალი პროგნოზი - კვირის პალიტრა

"დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა" - ამინდის ახალი პროგნოზი

9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

„დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა