"20 ივნისის მოვლენების საქმის მასალების ნაწილს გრიფით "საიდუმლო" დაედო, ნათელია, რომ „ოცნებას“ აქვს დასამალი" - გიორგი შარაშიძე
20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიორგი შარაშიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც შარაშიძე აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაადო და ისმის კითხვა, რა აქვს დასამალი ხელისუფლებას და ვის აფარებს ხელს.
„გახარიამ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა," – ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე, 2019. „სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, – ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე, 2024. ცხადია, 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება. გახარიას ედავებიან ადამიანების დაზიანების ორგანიზებას, მაშინ, როდესაც 20 ივნისს ადამიანები დაზიანდნენ რეზინის ტყვიებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
"ინტერპრესნიუსი"