"ისინი ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან" - მარია ზახაროვა ევროპას ემუქრება
უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება უცხოური ინტერვენცია იქნება, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას. ყველა მსგავსი დანაყოფები და ობიექტები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, უკრაინაში „კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების მოგვარებით არის შესაძლებელი“.
"ინტერპრესნიუსი"