გენერალურ პროკურატურასთან გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ - კვირის პალიტრა

გენერალურ პროკურატურასთან გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.

გიგა ავალიანის დედა, ეკატერინე კუპატაძე საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ მზაობა გამოთქვა, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა