"აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს" - ემანუელ მაკრონი
აშშ მოკავშირეებს ზურგს აქცევს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ „საერთაშორისო წესებს უგულებელყოფს“.
„მულტილატერალური ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ. ზესახელმწიფოების სამყაროში ვცხოვრობთ, რომელთაც მსოფლიოს გადანაწილების რეალური ცდუნება აქვთ“, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ზესახელმწიფოების „ახალ კოლონიალიზმს“ უარყოფს.
"ინტერპრესნიუსი"