ამერიკელი სენატორები ცდილობენ, ტრამპს ვენესუელაში სამხედრო მოქმედებების უფლება შეუზღუდონ - კვირის პალიტრა

ამერიკელი სენატორები ცდილობენ, ტრამპს ვენესუელაში სამხედრო მოქმედებების უფლება შეუზღუდონ

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დონალდ ტრამპს აუკრძალავს ვენესუელას წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედებები კონგრესის ნებართვის გარეშე განახორციელოს.

Sky News-ის ინფორმაციით, საომარი უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ მიიღეს. მას მხარი ხუთმა“რესპუბლიკელმა“ სენატორმაც დაუჭირა.

Sky News-ი განმარტავს, რომ კანონპროექტის კანონად გადაქცევის არანაირი შანსი არ არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა მიიღოს, სადაც „რესპუბლიკელები“ ურავლესობას წარმოადგენენ.

პრეზიდენტმა ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირეს.

„სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, რენდ პოლი, ჯოშ ჰოული და ტოდ იანგი აღარასდროს უნდა აირჩიონ თანამდებობაზე“, - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა